|
2020-07-16 10:59:06, 2698 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა
ჩინეთმა საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პირადი დაცვის საშუალებები გადასცა. ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის ცერემონიალს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი პირადად დაესწრო. „ჩინეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან. ისეთი გამოწვევის დროს, როგორიც არის ეპიდემია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩინეთში მძიმე ეპიდსიტუაცია გვქონდა, საქართველოსგან, პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისგან, სამინისტროებიდან ჩვენ დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ახლა მზად ვართ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება. იმედი მაქვს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება და განმტკიცდება“, - განაცხადა დიპლომატმა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან ჩინეთის მთავრობის მხრიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიც ესწრებოდა. საერთო ჯამში საქართველოს ჩინეთისგან 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი აქვს მიღებული. ამას გარდა 1000-ზე მეტი PCR ტესტი და 21 000 ცალი სწრაფი ტესტი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)