|
2020-07-15 18:41:46, 4664 ნახვა
მსოფლიო
CNN - დედამიწაზე მოსალეობის რაოდენობა საგრძნობლად იწყებს შემცირებას
დედამიწაზე მოსახლეობა 2064 წლისთვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს და დაახლოებით 9,7 მილიარდი ადამიანი იარსებებს. ამის შემდეგ კი, დაიწყება მოსახლეობის შემცირება და ჯამში, მოსახლეთა რიცხვი 8,8 მილიარდამდე ჩამოვა. ამის შესახებ CNN წერს. როგორც სტატიაში წერია, აღნიშნული ტენდენციის მიზეზი, ქალების განათლებასთან და ასევე, კონტრასეფციის მეთოდებთან დიდი კავშირი და წვდომა იქნება. 2100 წლისთვის 183-დან 195-მდე მსოფლიო ქვეყნებიდან, შობადობის მაჩვენებელი არ იქნება არც ერთში ისეთი, რომ შენარჩუნდეს დღევანდელი მოსახლეობის რაოდეობა. ამასთან, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ აუცილებელია შობადობის საშუალო მაჩვენებელი არ იყოს 2,1 ბავშვზე ნაკლები, თითოეულ ქალზე. 23 ქვეყანას, კერძოდ, იტალიას, ტაილანდს, იაპონიასა და ესპანეთს უკვე მოუწია აღნიშნულ პრობლემასთან შეჭიდება, რადგან მათი მოსახლეობის 50% შემცირდა. შობადობის შემცირების ფონზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იმიგრაციამ შესაძლოა დააბალანსოს მოსახლეობის შემცირება, მაგალითად ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ავსტრალია, კანადა. „მსოფლიო 1960 წლებიდან იყო კონცენტრირებული ე.წ მოსახლეობის ბუმზე“, - განაცხადა ექიმმა კრისტოფერ მირრეიმ. ერთ-ერთი კვლევის დასკვნის მიხედვით, მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მოსალეობა ყველაზე მეტად აზიაში შემცირდება, ასევე, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში. მაგალითად, იაპონიაში მცხოვრებთა რიცხვი 2100 წლისთვის 126 მილიოანი ადამიანიდან 60 მილიონამდე შემცირდება. ტაილანდი, რომელშიც ამჟამად 71 მილიოანი ადამიანი ცხოვრებს, გახხდება ქვეყანა, სადაც 35 მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ესპანეთში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ამჟამად 46 მილიონია, 21 მილიონამდე, იტლიაში 61 მილიონიდან 31 მილიონამდე, პორტუგალიაში 11 მილიონიდან 5 მილიონამდე, სამხრეთ კორეაში 53 მილიონიდან 27 მილიონამდე, შემცირდება. ამასთანავე, კვლევაში წერია, რომ გარდა ამ ქვეყნებისა, კიდევ 34 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, დაკარგავს საკუთარი მოსახლეობის ნახევარზე მეტს.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)