15:24 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 14:18:45, 2607 ნახვა

პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა  გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად.

თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს იმ პროგრამების მიმდინარეობა, რომელსაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში. ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის" შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა.

შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ მადლობა  გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics