|
2020-07-14 11:25:02, 1153 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მიიღოს ისეთი ელექტრონული სერვისები როგორიცაა: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის შემდგომ განაცხადების მიღება, ასევე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და ა.შ. შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)