|
2020-07-13 14:28:47, 1089 ნახვა
საზოგადოება
ჟანდარმერიის ბარათები ონლაინ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ჟანდარმერიის ბარათები ვებპროგრამის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდა. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდი. ამ ფონდში გაერთიანებულ დოკუმენტთა შორისაა კარტოთეკა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოებში 1904-1917 წლებში შედგენილი 5000-ზე მეტი ბარათისგან შედგება. ამიერიდან ბარათების ელექტრონული ვერსიის ნახვა ყველა დაინტერესებული პირის ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეუძლია: https://archive.gov.ge/ge/tbilisis-guberniis-zhandarmta-sammartvelo-1 კარტოთეკის ბარათებზე თავის დროზე მოხვდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, რევოლუციონერები, აგენტები, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირები, მათ შორის ქალები და არასრულწლოვნები. თითოეული ბარათი მოიცავს ინფორმაციას ჟანდარმერიის მიერ დაკავებული ან ძებნილი პირის თაობაზე. მათ დიდ ნაწილში შეტანილია პირთა ბიოგრაფიისა და ფიზიკური მახასიათებლების დეტალები, ასევე, ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები, ხოლო მცირე ნაწილში მხოლოდ პირის სახელი და გვარია დაფიქსირებული. კატალოგი XX საუკუნის დასაწყისის ისტორიითა თუ კონკრეტული პირების ბიოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევარებს ჟანდარმერიის ბარათების გაცნობისა და კვლევაში გამოყენების საშუალებას აძლევს. კატალოგის შევსება და ბარათების დამატება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)