|
2015-09-03 11:32:03, 481 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გაიხსნა
ბათუმში სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი გაიხსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სახელმწიფო რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, საუბარი, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, ზედმეტია. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სტანდარტები, რომლებიც წამყვან საზღვაო სახელმწიფოებშია დამკვიდრებული, საქართველოში დაინერგოს. "ამერიკის მთავრობა მხარში გვიდგას, რომ საქართველოს სანაპირო დაცვა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენ გვეკადრება, ისეთი, როგორიც აქვს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ის სტანდარტები, რომელიც დამკვიდრებულია წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში, გადმოვიტანოთ, დავნერგოთ საქართველოში. ჩვენ ამერიკა გვეხმარება იმისათვის, რომ მომზადდეს კადრები, მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.მოხდეს ტექნიკური აღჭურვა და ა.შ. მინდა, გავიხსენო, რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა და მე საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას, რომელიც დღეს უკვე გამართული და თანამედროვე ცენტრია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფოს საზღვრის დაცვის სუბიექტების და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში.სახელმწიფო, რომელიც არ ზრუნავს საკუთარი საზღვრის გაძლიერებაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე, იქ საუბარი იმაზე, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე მიდის ზრუნვა, არის ზედმეტი. ჩვენ ამის მომსწრენი ვიყავით სულ რაღაც სამი წლის წინ. წინა მთავრობის დროს მთელი სანაპირო დაცვა იყო აბსოლუტრად იგნორირებული.მხოლოდ აშშ-ის მთავრობის დახმარება გვქონდა ჩვენ. 100-ზე მეტი მცურავი საშუალება, გემები იქნა გასხვისებული, რაც დანაშაულია. დღეს გვსურს შევქმნათ ძლიერი საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა გახდეს თანამედროვე, მოდერნიზებული. გვჯერა, სანაპირო დაცვის სამსახურის განვითარება და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტრატეგიული სატრანსპოტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის გავლით",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)