|
2020-07-11 15:22:55, 3590 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო
თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასიალია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს. ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა. „აღნიშნულ პროექტზე საინიციატივო ჯგუფი თითქმის ათი წელი მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არაერთი კომერციული შეთავაზება ჰქონდა, გადაწყდა, არსებული სივრცე ხელოვნების დარგისთვის დაგვეთმო და მიგვეცა შესაძლებლობა, განახლებულ „მზიურზი“ ბევრი საინტერესო პროექტი განეხორციელებინათ”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. პროექტის მიზანია, შენობას არქიტექტურული სახე შეუნარჩუნდეს და ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. მულტიფუნქციურ სივრცეში საზოგადოების ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოება, შემეცნებით-საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კულტურული ინიციატივების გახორციელება, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებისა და მკვლევარებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და რაც მთავარია, „მზიურის“ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევა იგეგმება, სადაც დასვენებისა და განტვირთვის გარდა, ქვეყსტუმრები ადგილობრივ თუ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან. „მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)