21:05 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 11:33:15, 2521 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხების განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.

„დამტკიცდა შრომითი დავების მედიატორითა სია და რეესტრი, რომელიც უკვე უახლოეს მომავალში მინისტრის ბრძანებით გამოიცემა და იქნება ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რაზეც დღეს მსჯელობა გვქონდა ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის ცვლილება. ჩვენ ვიმსჯელეთ შუა  აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ოფისიდან დასავლეთის, ანუ ბუდაპეშტის ოფისში გადასვლაზე. სოციალური პარტნიორების მხრიდან დაფიქსირდა თანხმობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული აღნიშნული ინიციატივა  იყოს გაზიარებული და მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმირება. რა თქმა უნდა ვიმსჯელეთ შრომის კანონმდებლობაზე და იმ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დღეს პარლამენტში არის, ეს არის შრომის ინსპექციის კანონი და შრომის კოდექსი“, - აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები, დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics