|
2020-07-09 18:10:57, 2641 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას მეწარმეებს აცნობს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა. გადასახადების ადმინისტრირების განახლებულ წესებს თბილისსა და თელავში რეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური განმარტება და წარუდგინეს პრეზენტაცია იმ მარეგულირებელი ნორმების შესახებ, რომლის მიხედვითაც მარტივდება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა. განახლებული წესების მიხედვით:
ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110 https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)