21:05 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 18:10:53, 2348 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ფერმერები ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს

„წელს, რთველთან მიმართებაში, ბევრი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც ყურძნის რეალიზება შეფერხებულია. წარმოების კუთხით ლიდერ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ წელს არ ყოფილან ფერმერები მარტო გამოწვევების წინაშე. სახელმწიფო ყოველთვის აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ რეალიზებული იყოს ბოლო კილოგრამამდე ყურძენი და ფერმერებს ჩაბარების პრობლემა  არ შეექმნათ. ამავე დროს, ფერმერებმა ყურძნის ჩაბარება უნდა შეძლონ ისეთ ფასში, რომ მათი შრომა დაფასდეს. ეს არის საკითხის როგორც ეკონომიკური ნაწილი, ასევე ძალიან დიდია სოციალური ფაქტორი, რომელსაც ვითვალისწინებთ. რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის დადგენილება გამოვა სულ მოკლე ხანში, რაზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. ჩვენ, დამატებით, დეტალურ  ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics