|
2020-07-08 10:50:25, 2030 ნახვა
საზოგადოება
ვერაზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება
ვერაზე, გ. ქუჩიშვილის გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების შედეგად, ამორტიზებული გზის საფარი 2 450 კვ.მ ფართობზე კაპიტალურად შეკეთდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 150 000 ლარი არის გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში, დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები. მიმდინარე პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „მთაწმინდის რაიონში უამრავი გამოწვევა გვაქვს, თუმცა ეს გამოწვევები გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა. მათ მოსაგვარებლად დღეს ჩვენ გვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ასეთი შემთხვევაა ქუჩიშვილის ქუჩა, რომელიც სრულად ამორტიზებული იყო და ბოლო ათწლეულებია არ მოწესრიგებულა. ახლა, მას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ჩვენ კი, აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. საგზაო სამუშაოებს, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა” ასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)