09:22 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 14:46:39, 4942 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი აშშ-ის კონგრესის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია

„ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა  აშშ-ის  წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რასაც ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი.

„მე მინდა შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც,  „ღია ცის ქვეშ“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.  ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ, გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics