|
2020-07-07 13:07:13, 1903 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საზღვრების გახსნაზე ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზღვრების გახსნაზე ქვეყნებთან ინდივიდუალური მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, გამოკვეთილია გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია, ამიტომაც ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას საქართველოს ეპიდსიტიუაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება. „საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს როგორც მწვანე ქვეყანას და შესაბამისად, მზად არის რომ გაუხსნას საზღვრები. აქ არის გამოკვეთილი გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია საქართველოს მსგავსია. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტიუაციაზე უარყოფითი გავლენა. ჩვენ დღეს ვმუშაობთ ინდივიდუალურად ქვეყნებთან, რათა მოხდეს დეტალურად შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)