|
2020-07-06 23:28:06, 1419 ნახვა
საზოგადოება
ზოდელევი შაქარაშვილის საქმეზე - ეს სისტემა ივანიშვილმა შვა - ისინი ტრანსფორმირდნენ რეკეტიორებად და მიაკითხავენ ბიზნესებს
„ეს სისტემა ივანიშვილმა შვა - ისინი ტრანსფორმირდნენ რეკეტიორებად და მიაკითხავენ ბიზნესებს“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელევმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მოვლენები უკავშირედება პარტია „ქართულ ოცნებას“. „ეს არის 90-იანი წლების რუსეთის დამხასიათებელი გაბანდიტებული სპორტსმენების ჯგუფები. ესენი სპონტანურად კი არ ჩადიოდნენ დანაშაულს, დათესილი შიშით იმკვიდრებდნენ ძალაუფლებას. ივანიშვილმა შვა ეს სისტემა - ისინი ტრანსფორმირდნენ რეკეტიორებად და მიაკითხავენ ბიზნესებს. ესაა ბრძოლა რეკეტიორებსა და მეწარმეებს შორის. სპორტსმენებს ფედერაციები წაართვეს, ბანდიტები ზიან იქ. როგორ წარმოგიდგენიათ, 18 წლის ბიჭმა 17 თუ 16 წლის ბიჭს სილა გააწნა, იჩხუბეს და 15 წუთში ეს ორგანიზებული რაზმი მოდის და ტალღისებურად იწყებს ძალადობას. ესენიც თინეიჯერები ხომ არ არიან, არა? მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ გარეკეტირებულ ზონდერთა ჯგუფებს, რომლებმაც საშიში ფორმა მიიღეს. ეს რაღაცა დიდი, მასირებული ძალაა“ , - განაცხადა მურთაზ ზოდელევამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)