|
2020-07-06 14:31:04, 1949 ნახვა
საზოგადოება
რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სპორტდარბაზებსა და აუზებს მუშაობის განახლებისთვის
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვაც მოეთხოვებათ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების მფლობელებს მუშაობის განახლებისთვის. კერძოდ: · ყოველ ექვს კვ. მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება; · უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი წესი იქნება ამ კუთხით მიღებული; · დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება; · საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან; · კარადები ერთის გამოტოვებით უნდა იყოს განთავსებული; · პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით; · წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისთვის - 10 ადამიანისთვის მოხდება პროცედურის წარმართვა; · აუზების შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება და გადახრის შემთხვევაში უკვე მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელება; · შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და მათი დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შედეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)