11:38 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 10:32:01, 10207 ნახვა

სხვადასხვა
ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება.

სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა  ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

„ფანასკერტელის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო, რაც პრობლემას ქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოძრაობს. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით,  600 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია  „ლ ენდ ლ“ ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics