|
2020-07-06 10:18:43, 1823 ნახვა
საზოგადოება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა განუცხადა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე გამოცხადა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე. ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)