23:02 - 03 Jul, 2026
|
2020-07-05 12:35:27, 2653 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო საზღვრიდან, მდინარე ენგურის ტერიტორიიდან სამი ქალი გაუჩინარდა
საოკუპაციო საზღვრიდან, მდინარე ენგურის ტერიტორიიდან სამი ქალი გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გავლით ცდილობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ გატაცების ფაქტს ამ დროისთვის ვერ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ 24 საათის მონაცემებით საოკუპაციო ზოლიდან გაუჩინარების მეორე ფაქტი ფიქსირდება. გუშინ საღამოს საათებში საოკუპაციო საზღვრიდან ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა, სუს-მა რუსი ოკუპანტების მიერ გატაცების ფაქტი აქაც არ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ საზღვარი - ენგურის ხიდი ჩაკეტილია და მიმოსვლა შეზღუდულია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)