23:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 22:32:00, 3236 ნახვა

საზოგადოება
ილია II - დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ს ძალისხმევით პრობლემა დაიძლევა

„დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ს ძალისხმევით პრობლემა დაიძლევა“ , - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა.

პატრიარქმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობა მიულოცა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან დაკავშირებით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა თქვენი ქვეყნისადმი იმ თანადგომისთვის, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ვიმედოვნებთ დღეს, როდესაც მსოფლიო საყოველთაო განსაცდელის წინაშე დგას, სწორედ აშშ-ისა და რა თქმა უნდა, საყოველთაო ძალისხმევითაც პრობლემები დაიძლევა და ღმერთი მოწყალებისა მოხედავს კაცობრიობას. შევთხოვთ უფალს მშვიდობა და კეთილდღეობა არ მოაკლოს თქვენს ქვეყანასა და მსოფლიოს“ , - ნათქვამია პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics