|
2020-07-04 11:16:02, 2863 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი განხორციელდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაყვა, საქართველოში კი ავიარეისის მეშვეობით 180 მგზავრი ჩამოვიდა. ინფორმაცია როგორც ბერლინის, ასევე სხვა კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე. ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს. მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)