11:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 19:28:17, 3832 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - "ქართული ოცნების" გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა  ვერ შეძლო 

"ქართული ოცნების" გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა  ვერ შეძლო" , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეძლო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული ცვლილების განხორციელება.

"ჩვენ შევძელით ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მადლობა მათ ამისთვის, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებით განვახორციელეთ ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და 2020 წელს ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით.
სწორედ „ქართული ოცნების" გუნდმა შეძლო ასევე ისიც, რომ ჩვენ დღეს ვასრულებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების საკითხს და დღის ბოლოს ჩვენ გვექნება კიდევ მეტად გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქმნის გარანტიას გამჭვირვალობის, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარების და ეს ყველაფერი ასოცირდება „ქართული ოცნების" გუნდთან",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics