10:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 17:38:13, 2031 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - თეა წულუკიანი ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, რის გამოც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ვიწვევთ

„ევროპული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს.

ამის შესახებ სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბაჩანა შენგელიას მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რასაც წულუკიანმა პასუხი უნდა გასცეს.

„ქალბატონმა წულუკიანმა ჯერ შეცვალა ნოტარიატის დებულება, სადაც დაამატა დისციპლინარული დევნის საფუძვლად პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ამის შემდეგ შეუგზავნა ინსპექცია ბაჩანა შენგელიას და ის დააჯარიმა. პრაქტიკულად, შეუწყვიტა მას ფუნქციონირება, გამოურთო რა პროგრამა და შემდეგ დაიწყო დისციპლინარული წარმოება იმის გამო, რომ თურმე არ მოეწონა ბაჩანა შენგელიას „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტები. სახეზე არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა და დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წერილი, რომ მოვიწვიოთ ქალბატონი წულუკიანი კომიტეტზე, რათა მან ამ კითხვებს გასცეს პასუხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics