10:53 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 14:06:54, 4381 ნახვა

კომენტარი
ელიზაბეთ რუდი - საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში

საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში, - ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაშია აცხადებს.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მომდევნო თვეების განმავლობაში.

„ძალისხმევა არ დავიშურე, რომ საქართველოს თითოეული კუთხე მომენახულებინა. გამაოცა საქართველოს მთების, ტყეებისა და მდინარეების სილამაზემ, ვნახე მზის ჩასვლა შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და მოვისმინე ბულბულის გალობა ვაშლოვანის სტეპში.

 შემიყვარდა უძველესი მელოდიები, რომლებიც საქართველოს ტრადიციების სიმბოლოა და ახალი სიმღერები რომლებიც მის ენერგიულ აწმყოს განასახიერებს. ყველაზე მეტად კი, მემახსოვრება ქართველი ხალხის სითბო და სიკეთე, საქართველოს ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, ერთიანობასა და სამართლებრივ დემოკრატიულ მომავალს“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, ელისაბეთ რუდი აშშ-ს წარმომადგენელი საქართველოში სამი წლის განმავლობაში იყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics