10:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:52:30, 1819 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - სტიქიის შედეგად დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს კომპენსაცია მიეცემა, მეციტრუსე-ფერმერები სუბსიდირებით ისარგებლებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში დასრულდა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა. სულ დაზარალებულად ჩაითვალა 900-ზე მეტი ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

„გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა თვითმმართველობებმა მაღალმთიან აჭარაში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა ძალიან ოპერატიულად მოახდინეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 900-ზე მეტ ოჯახს, ფერმერს მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია და მათ აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რომელიც მიადგათ" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა მეციტრუსე ფერმერებზე, რომლებიც არასტანდარტული ნაყოფის სუბსიდირებით ისარგებლებენ.

„ჩვენ წელს ბიუჯეტში, შესაბამისი კორექტირების დროს უკვე გავითვალისწინებთ მეციტრუსეების პრობლემებს. გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სუბსიდირების საბიუჯეტო მუხლი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ნარინჯისფერი რთველი წელსაც წარმატებით ჩავატაროთ", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics