|
2020-06-29 18:29:31, 3934 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა მეზღვაურებს - საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ძლიერი სახე ხართ
დღეს, როცა მსოფლიო და საქართველო ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას ებრძვიან, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურის პროფესია საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გაიხსნა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებისადმი მიმართვისას აღნიშნა, პანდემიის პირობებში საქართველოს პორტების მუშაობა არც ერთი მიმართულებით, არც ერთი საათით არ გაჩერებულა. „დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურობა გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეზღვაურები ჩართულები არიან რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის მთავრობა, რათა ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!" - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში. ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი მეზღვაურები დაჯილდოვდებიან საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოთი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)