|
2020-06-29 14:57:45, 3747 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ის, რაზეც საპარლამენტო ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა
საკონსტიტუციო ცვლილება, სწორედ ის ცვლილებაა რაზე, 90-იანი წლებიდან საპარლამენტო ელიტა ოცნებობდა, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაანცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ვინც ცვლილებების უარყოფა გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით ახსნა არ იმოქმედებს. "მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. ყველას აქვს მნიშვნელობა, ვინც ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები, მის ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ, და საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას: პირველი, რათქმაუნდა ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკედებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა, ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ქართულმა ოცნებამ შეძლო, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა სრული მობილიზება მოახდინა და გააკეთა ის რაც უდნა გაეკეთებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის და შემდგომი დემოკრატიზაციის და ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ჩვენ ხმა. ვინც, გარკვეული ვიწრო პოლიტიკური და ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს, გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით ეს თავსი გამართლება არ იმუშავებს, თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. მინდა თითოეულ იმ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო", - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)