21:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-28 15:21:27, 2081 ნახვა

სამართალი
მორაგბეების ადვოკატი - მოსამართლე ძალიან ჩქარობს, არც მომისმინა - ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში

„მოსამართლე ძალიან ჩქარობს, არც მომისმინა - ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში“ , - ამის შესახებ დაკავებული მორაგბეების ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებულ ვიდეო კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები არანაირ ძალადობრივი ქმედებაში არ ფიგურირებენ და საქმის განხილვაში პოლიტიკური ნიშნები გამოიკვეთა.

„10 წუთში ჩამოაყალიბეს ის საფრთხეები, რაც არსებობს ყველა ბრალდებულის მიმართ. ჩვენ თუ მართლა მივემალებით გამოძიებას, მინიმუმ უნდა იყოს, რომ საზღვართან დაგვიჭირეს ან თუ ჩვენ მოწმეებზე მოვახდინეთ ზემოქმედება, უნდა იყოს, რომ რომელიმე მოწმის ახსნა-განმარტება.ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა „ტოიოტა კამრის“ ტიპის მანქანის გადაადგილება, ნათლად ჩანს, რომ რამოდენიმე წამით გადადიან ეს ადამიანები, თუმცა სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ თქვა, რომ ჩვენ ვინმეს დავედევნეთ და ბრალდების მხარემ აღიქვა, რომ თურმე, ჩვენ ვინმეზე მცდელობა გვქონდა ძალადობის. მოსამართლე ჩქარობს, არც მისმენდა და არც უნდოდა მოესმინა. ეს მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილია ეს საქმე და სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს გასულია. ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო კამპანიაში“ , - განაცხადა ალექსანდერე კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პროცესი ისევ მიმდინარეობს და სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურა 17-ვე ბრალდებულის დაკავებას ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics