08:59 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-27 17:39:36, 1596 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საბოლოოდ აიხსნება, ოპოზიცია რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას

შალვა ნათელაშვილის განცხადებით საბოლოოდ აიხსნება, ოპოზიცია რატომ  არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას , -  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“  8 მარტის შეთანხმებას ორშაბათს საბოლოოდ შეასრულებს.

„ძველი ოპოზიციის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მხრიდან საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებების ბლოკირებაზე გაკეთებული განცხადება  უკვე მეორეა, რითაც საბოლოოდ აიხსნება, თუ რატომ არ დაუჭირა ოპოზიციის ამ ნაწილმა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებას და ახალ საარჩევნო სისტემას.

იკვეთება, რომ ეს არის კოორდინირებული და თუ  „ევროპული საქართველოს“  და „ნაციონალური მოძრაობის“  საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ გაკეთდება, ემიჯნებიან თუ არა "საარჩევნო სისტემის ჩაგდების" გეგმას, ჩავთვლით, რომ ეს სწორედ მათი გეგმაა.

ამ ფონზე, ჩვენი პირობა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებისას დავდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავამტკიცოთ საკონსტიტუციო ცვლილებები - ძალაშია და ორშაბათს ჩვენს პოზიციას კენჭისყრით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ“ , - განაცხა არჩილ თალაკვაძემ

ცნობისთვის,  პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა  განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა ხელისუფლების მოცილებაში დაეხმარებათ და ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics