21:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 14:59:11, 1975 ნახვა

სამართალი
ბორცვაძე - რაიმე სახის გადაცდომის ან იძულების ფაქტის შემთხვევაში, ამას შესაბამისი შეფასება მიეცემა

თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა.


„მე როგორც ვიცი, ეს განცხადება შეიცავს შემდეგ შინაარსს, რომ ფიზიკური ძალადობა და ანგარიშსწორება განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს აღნიშნული განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას და მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ გაკეთდა აღნიშნული განცხადება საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ და ეს განცხადება გაკეთდა ამ ადამიანის დაკავების შემდეგ.  მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს განცხადება რა თქმა უნდა შესწავლას საჭიროებს და უნდა მოხდეს ამ ფაქტების და გარემოებების შესწავლა. თუ დადასტურდება რაიმე სახის გადაცდომა ან იძულებების ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, ცალსახად ამ ქმედებას მიეცემა შესაბამისი შეფასება. იმ შეთხვევაში,  თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, ბუნებრივია, ამ განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics