19:18 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 12:18:37, 1835 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - ოთხ თვეში ამ მოვლენებს ბოლო მოეღება და დამთავრდება რვა წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი

მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში ანგარიშის წარდგენამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, გასული წელი იყო გამორჩეული სისასტიკით და რუსული ორბიტისკენ შემობრუნებით, რაც "ქართული ოცნებისთვის" წარუმატებელი წელიწადია.

"მთავრობის გასული წლის მუშაობის ანგარიში ნათლად აჩვენებს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ბუნებას, ეს არის ძალადობა, სისტიკე, გორში დაარბიეს "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი, ეს არის წელიწადი, როცა ჩამოიშალა ეკონომიკა, გაუფასურდა ლარი, გაიზარდა ფასები, გაღატაკდა მოსახლეობა, გრძელდებოდა პოლიტიკური დევნა და გვყავდა უამრავი პოლიტპატიმარი. ამ წელიწადს იყო მცდელობა საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ კოდევ ერთხელ შებრუნებისა და გასული წელი გამორჩეული იყო სისასტიკით, როცა აქ კიდევ ერთხელ დაარბიეს და სისხლი დაღვარეს ასეული ახალგაზრდის, რომელიც აპროტესტებდა რუსეთის გავლენის ზრდას საქართველოში. ეს იყო წელიწადი, სადაც გახარია მოგვევლინა ჯალათად და შემდეგ აქ დღეს მოგვევლინება როგორც მთავრობის თავმჯდომარედ. იყო უჩინარი პრემიერის ბახტაძის აბსოლუტურად წარუმატებელი წელიწადი და ცნობილი გახარიას წელიწადი, რომელმაც გააგრძელა "ქართული ოცნების" ტრადიცია, როცა ყოველი წელიწადი უარესი იყო წინაზე. მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი,"- განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics