|
2020-06-25 18:43:45, 2309 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი ლომჯარიას - მინდა, თქვენგან, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან, მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის“ შესახებ
„მინდა, თქვენგან, როგორც ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი უფლებადამცველისგან, მკაფიო პოზიცია მოვისმინო „ფეიკის", როგორც საზოგადოების მოტყუების და ცილისწამების იარაღის შესახებ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატი სხვადასხვა ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტების შესახებ ომბუდსმენის პოზიციით დაინტერესდა. „გულწრფელად გეტყვით, რომ კითხვა მინდოდა, ჩამომეყალიბებინა იმგვარად, რომ მესაუბრა ჩვენზე, პირადად ჩემს თავზე, ჩემს კოლეგებზე - კახა კუჭავაზე, მამუკა მდინარაძეზე. ჩვენს მიმართ არაერთი ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტი გავიდა, თუმცა, ბოლო პერიოდში გაჟღერდა ისეთი ფეიკ ნიუსი, რომელმაც ჩვენი საკითხი უკანა პლანზე გადაწია. არის თუ არა ტელევიზიის მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის ტირაჟირება და გავრცელება დანაშაული და რა სახით უნდა ვებრძოლოთ მას? ეს ანგრევს ბავშვების მომავალს, მათ ფსიქიკას. მეორე საკითხი - ჩვენი ქვეყანა პანდემიის გავრცელების შემდგომ, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იქნა როგორც მოწინავე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ფრონტის ხაზზე სწორედ ექიმები დგანან. ასევე, პარტიული ტელევიზიებიდან გაჟღერდა გაუგონარი ტყუილი, რომ თითქოს სახელმწიფო აგზავნის წარმომადგენლებს, თავაზობს კონკრეტულ ოჯახებს თანხებს იმისთვის, რომ მათ ადამიანის გარდაცვალება გაასაღონ, როგორც კორონავირუსის შედეგად მომხდარი ფაქტი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, რა ხერხით და მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს?",- მიმართა დავით მათიკაშვილმა ნინო ლომჯარიას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)