22:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 18:15:32, 1672 ნახვა

სამართალი
საძაგლიშვილი -  ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულდეს

ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობა დასრულდეს , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მფლობელის გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაიკითხება პოლიციის ორი  თანამშრომელი და არსებულ ვიდეო მასალას ჩართავენ პროცესში.

„დაიკითხება პოლიციის ორი თანამშრომელი და ასევე მოხდება საქმეში არსებული ვიდეო მასალის გამოკვლევა, რომელიც უტყუარად ადასტურებს პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენას, როდესაც მათ გიორგი რურუას საკნიდან აიღეს ნივთები და გააყალბეს საპროცესო დოკუმენტები და ასევე აუდიო ჩანაწერის გამოკვლევა, რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ გამომძიებელმა უბრალოდ მოატყუა ადვოკატი, როდესაც შეუთანხმდა ორშაბათს ციხეში ერთად შესვლაზე და სინამდვილეში პარასკევს ჩუმად შევიდა ციხეში, რომ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაში არ მიეღო ადვოკატს მონაწილეობა. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყოველ ჯერზე მოვითხოვთ გიორგი რურუას უკანონო პატიმრობის დასრულებას. საფუძველი არის ის, რომ პროცესი გადის ბოლოში, დაკითხულია არა მხოლოდ ბრალდების მხარის, არამედ დაცვის მხარის მოწმეთა მნიშვნელოვანი ნაწილიც იქნა დაკითხული და ამიტომ, აღარ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის საფუძველი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ  ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუას გათავისუფლება მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics