07:34 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 16:05:44, 1578 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - გაათავისუფლონ რურუა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნორმალური ფორმით მოხდება

გაათავისუფლონ რურუა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ნორმალური ფორმით მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ რურუა პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული და ის უნდა გათავისუფლდეს.

„ნორმალურობისთვის საჭიროა შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიკური მოტივით დაკავებული რურუას გათავისუფლება. ესეც არის ივანიშვილის ხელში. გაათავისუფლოს რურუა და მოხდება ნორმალური ფორმით მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების, თუ არადა მოუწევს თავისი ხმებით იმის მიღება, რაც არ უნდა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics