07:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 13:11:53, 1892 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ავსტრიული OMV-ის შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, გამჭვირვალე და მიმზიდველია მსოფლიო ნავთობგიგანტებისთვის

ევროპის საუკეთესო ათეულში შესული ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოში ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად საქართველოში ნავთობისა და გაზის მოძიება - მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს, - ამის თაობაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, არის იმდენად გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგები მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის, რომ ნომერ მეორე ავსტრიულმა და ნომერ მეათე ევროპულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლის ინტერესი გამოიჩინა და მასთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება.“ 
2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად  შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A  გამოცხადდა.  ტენდერში გამარჯვებული კომპანია სეისმოსაძიებო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ბურღვას შეუდგება. აღნიშნულ ავსტრიულ კომპანიას უკავშირდება რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომლის ღირებულებაც 1,5 მლრდ აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის  ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.
2019 წლის Forbes -ს მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე 10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics