|
2020-06-24 14:01:05, 1714 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის მონაწილეებს შეხვდა
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის აპლიკაციების მიღება დასრულდა. საერთო ჯამში 100-ზე მეტი განაცხადი საქართველოდან და მსოფლიოს შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა: აშშ, სლოვაკეთი, უკრაინა, ესტონეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა. საწყის ეტაპზე შემოსული განაცხადებიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის (Cargon, CARU, CARDEAL, Phubber, Stack, LiveCaller, Tripcars, Influence Georgia, QuickCash AI), ხოლო დანარჩენი: ამერიკის შეერთებული შტატებიდან (Nextsale), სლოვაკეთიდან (Mandarin Solutions), უკრანიდან (FINMAP), არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან (Intrro), პოლონეთიდან (Raccoon.World) და ესტონეთიდან (WeGoTrip). ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილებოდა. 500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა. საერთაშორისო ტოპ აქსელერატორი 500 Startups-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)