|
2020-06-23 19:40:04, 1758 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება და ხელმომწერებმა პირობები კარგად იციან
ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება და ხელმომწერებმა პირობები კარგად იციან , - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ქართველ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მიესალმება ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცებას და იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენაზე ცვლილებებს ორივე მხარის მხარდაჭერა ექნება. „მივესალმები ფაქტს, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. მსურს მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. არ ვაპირებ განვსაჯო ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ორივე მხარის გამხნევება, რომ იმუშაონ ერთობლივად. იმედი მაქვს საბოლოო მოსმენაზე ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. დეტალებს არ განვიხილავ, 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერმა იცის პირობები. ყველა ქართველი იმსახურებს, რომ პარლამენტი წარმოადგენდეს მათ. ასევე თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულება წარმოადგენდეს ყველა ქართველს“ , - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)