04:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-22 11:17:47, 1389 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთის პარლამენტარი - საქართველოს საბაჟოზე სისტემატიურად ფიქსირდება კორუფციის ფაქტები

თურქეთის პარლამენტის დეპუტატის, აჰმედ კაიას განცხადებით, საქართველოს საბაჟოზე სისტემატიურად ფიქსირდება კორუფციის ფაქტები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ თურქული სატვირთო მანქანების მძღოლებს საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ მანამ, სანამ ისინი არ გადაიხდიან დიდძალ თანხებს.

ამასთან, 16 ივნისს კაიამ გამართა სპეციალური ბრიფინგი, რათა შეეტყობინებინა კორუფციის ფაქტების შესახებ საქართველოს საბაჟოზე. მან მოითხოვა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ გაარკვიოს აღნიშნული საკითხი.

,,რა მოხდება, თუ არ გადაიხდიან? მანქანები გადაჰყავთ ,,წითელ ზონაში", სადაც ის 10-15 დღის განმავლობაში, თითქოსდა შემოწმების მიხნით ჰყავთ გაჩერებული. იმ შემთხვევაში, თუ გადაიხდიან 1-2 ათას დოლარს, მძღოლებს შეუფერხებლად უშვებენ" - განაცხადა კაიამ.

პოლიტიკოსი არ შემოიფარგლა მხოლოდ ბრიფინგით, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს საბაჟო, ,,კონტრაბანდისტებს" შეადარა. ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟოზე ქრთამს ითხოვენ სატვირთო მანქანების მძღოლებისგან, რომლებიც საქართველოში ტრანზიტულად შედიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics