|
2020-06-21 13:33:48, 1425 ნახვა
პოლიტიკა
კვიციანი - სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და ქუდზე კაცი არ გამოვა
სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ არ იქნება სავალდებულო და ქუდზე კაცი არ გამოვა , - ამის შესახებ ემზარ კვიციანმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება აუცილებელია, თუმცა ხმის მიცემას არ აპირებს თუ სამართლიანობის გარანტი არ ექნება. „განხილვის დროს, ბატონო ირაკლი, არის თუ არა შესაძლებელი, რომ რაღაც ჩამატებები მოხდეს, მაგალითად არჩევნები რომ გავხადოთ სავალდებულო. ერთხელ მოვსინჯოთ ერთი, სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. მშვიდობიანი არჩევნები კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ სამართლიანი ყველაფერს სჯობს. ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ვერ ჩატარდება საქართველოში ისე, როგორც არ ჩატარებულა არასოდეს სამართლიანი არჩევნები, ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“,- განაცხადა კვიციანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)