|
2020-06-19 10:40:43, 1255 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საარჩევნოს სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. კომიტეტის სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელიც 15:00 საათზე გაიმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, ვიდრე მმართველი გუნდი გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებს, განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეული 8 მარტის შეთანხმების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, პროპორციით 120/30-ზე უნდა ჩატარდეს. ამასთან, დაწესებულია 1%-იანი ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)