15:41 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 17:22:50, 552 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს  ხვდება. 
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. 

მარგველაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრას საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, თამარ ბერუჩაშვილი და თინა ხიდაშელი,  ასევე  გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები საგარეო ურთიერთობებისა და ეკონომიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი ესწრებიან. 

"ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია.განსახილველი საკითხები უაღრესად ფართოა.დაწყებული უსაფრთხოების საკითხებიდან, დამთავრებული იმ დემოკრატიული რეფორმებითა და საშინაო დავალებით, რომელიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ. ცხადია, ეს არის აზრთა გაზიარება, ასევე მომავალ ვარშავის სამიტისთვის. ყველაზე მთავარი უკვე მოხდა. ეს იყო იმ ცენტრის გახსნა, რომელიც სულ რამოდენიმე  წუთის წინ გახსნა გენერალურმა მდივანმა, საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა და ეს არის ის კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენ წამოვიღეთ უელსის სამიტიდან და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარ ჭრილში გაგრძელება ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას“,-განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში  თენგიზ ფხალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics