2020-06-18 13:23:52, 1758 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ დეტალების გასაჯაროება, ჯერჯერობით არ შეიძლება
სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„ინფორმაციას პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ, რატომ არ საჯაროვდება მოცემული საქმის მასალები, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან