23:39 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 14:31:41, 1551 ნახვა

სამართალი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.  

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისეთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმე, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პირველად განიხილა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ. წლების განმავლობაში, სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელდა. 

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება - დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. 

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics