08:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 14:23:49, 1726 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს

„ბატონო რომან, საბედნიეროდ, საკმაოდ კარგი კანონმდებლობა გვაქვს იმისთვის, რომ ყველანაირი შემოსულობა ბიუჯეტში აღირიცხებოდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ რომან გოცირიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებით იქნა ასახული ბიუჯეტში StopCoV ფონდში მობილიზებული თანხები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში გაწერილია, რომ ეს თანხები შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ან მისგან დაზარალებულების დასახმარებლად.

„ეს ფული არის იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი საჭიროება იქნება. აღნიშნული 133 მილიონი ლარის წაღების თეორიული შანსი საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ვერავინ ამ ფულს უკან ვერ წაიღებს, ეს არის ბიუჯეტში შემოსული თანხა, ესაა StopCoV ფონდის ფული, რომელიც ბიუჯეტში აისახა და მას მაშინ გამოვიყენებთ, როცა ამის საჭიროება დადგება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics