08:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 10:21:19, 1252 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან თბილისში ავტობუსების რაოდენობა იზრდება

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს დღეიდან, დამატებითი ავტობუსები მოემსახურება.

მათივე ცნობით, რეკომენდაციების დაცვის მიზნით, 30 ერთეული ავტობუსი N6, N11, N17, N19, N20, N24, N32, N33, N34, N60, N62, N72, N84, N86 და N101 მარშრუტებს დაემატება.

„საგანგებო მდგომარეობის დასრულებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ, მგზავრთნაკადების მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობდა, როგორც მეტროს, ასევე, ავტობუსების მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა 15 მარშრუტი, სადაც პიკის საათებში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა ფიქსირდება.

მგზავრთნაკადებზე დაკვირვება მომავალშიც გაგრძელდება და ყველა ის ღონისძიება გატარდება, რომელიც მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics