16:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 10:09:44, 605 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა ფოთელ დევნილებს საკუთრების მოწმობები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ფოთში იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებმაც გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად, 2014 წლის 9 აგვისტოს ახლადაშენებულ კორპუსებში მიიღეს ბინა.
როგოგრც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე ხდება საცხოვრებელი ფართების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება და დევნილებისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
მათივე ინფორმაციით,  280 ოჯახიდან,ქალაქ ფოთში საკუთრების მოწმობა უკვე გადაეცა 115 ოჯახს, დაკანონების პროცესი 5 სექტემბრისთვის დასრულდება. ფოთის იუსტიციის სახლში, სოზარ სუბარმა და ირაკლი კაკულიამ, რამდენიმე დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცეს და მიულოცეს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ, გუბერნატორის მოადგილემ, ფოთის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ის დევნილი ოჯახებიც მოინახულეს , რომლებსაც ,,სოფლად სახლის’’პროექტით, კრიტერიუმების შესაბამისად, სამინისტრომ სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები შეუძინა. ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მინისტრს და მთლიანად სამინისტროს მადლობა გადაუხადა ფოთში დასახლებული დევნილებისადმი გამოჩენილი მუდმივი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics