08:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-14 11:16:00, 1505 ნახვა

საზოგადოება
„ცოდნის ინდიკატორი“ - პროექტი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის შემოწმებაში

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სკოლის 564 000 მოსწავლე  და მილიონობით ახალგაზრდა მთელს მსოფლიოში ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

დისტანციურ სწავლებას თავისი სირთულეები ახლავს და, რა თქმა უნდა, სრულყოფილად ვერ ანაცვლებს სტანდარტულ საგანმანათლებლო პროცესს. სწორედ ამიტომ ,,კინგსმა“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით შექმნა ახალი პროდუქტი ,,ცოდნის ინდიკატორი“, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება დისტანციური სწავლებისას განვლილი მასალის ცოდნის შემოწმებაში.

ტესტირება შესაძლებელია ვებგვერდზე www.kings.ge, რეგისტრაციის შემდგომ მოსწავლე იწყებს უფასო ტესტირების პროცესს. ტესტის დასრულების შემდეგ, სამ სამუშაო დღეში, მოსწავლე მიიღებს პერსონალურ უკუკავშირსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს დარგის ექსპერტებისგან. რეკომენდაცია გაიცემა თითოეული კომპონენტის (თემატიკის) გაანალიზების შედეგად.

,,ცოდნის ინდიკატორი“ მოიცავს ყველა სასკოლო საფეხურის (1-12) სამი ძირითადი საგნის - ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ცოდნის კომპონენტებს. ტესტირების გავლა მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია.

,,კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და მისი მიზანია, ზოგადი განათლების დონის გაზრდა სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით მათ მიერ ორგანიზებულ სასწავლო აქტივობებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics