15:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-27 09:36:56, 456 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,   შეხვედრა 11.30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის მეთაური ნატო-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. 14.00 საათზე  პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-ს  სასწავლო ცენტრს გახსნიან.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics