|
2020-06-12 19:04:10, 2275 ნახვა
ეკონომიკა
იმუშავე საიდანაც გინდა - აქ და ახლა თიბისი თავის გუნდს სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას აძლევს
აქ.ახლა, თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილებით, გუნდის თითოეულ წევრს აქვს სრული თავისუფლება, თავად აირჩიოს საიდან იმუშავებს - ოფისიდან, სახლიდან თუ მისთვის სასურველი ნებისმიერი სხვა ადგილიდან. კომპანიის ეს გადაწყვეტილება თიბისელებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების უკეთ დაბალანსების შესაძლებლობას მისცემს. თიბისისთვის თითოეული თანამშრომლის ბედნიერება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კომპანიამ გუნდის წევრების მოსაზრების გასარკვევად, გამოკითხვა ჩაატარა და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო. გამოკითხვის მიხედვით, თიბისელების 74% დადებითად აფასებს დისტანციურად მუშაობას, 87% კი პერმანენტულ ან ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობას ანიჭებს უპირატესობას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, დისტანციურად მუშაობით გაიზარდა თიბისის გუნდის წევრების ცხოვრების ხარისხი და ბედნიერება. გარდა ამისა, თიბისის გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში გლობალური პანდემიით გამოწვეული მიზეზებით არცერთი თანამშრომელი არ გათავისუფლდება და გუნდის ყველა წევრი შეინარჩუნებს სამსახურს. „აქ და ახლა, თიბისი მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლებს უფრო მოქნილ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ჩვენ მიმდინარე გამოწვევის დასაწყისშივე, მაშინ როდესაც თანამშრომლების 95% დისტანციურად მუშაობაზე გადავიყვანეთ, გააზრებული გვქონდა, რომ თიბისი აღარ იქნებოდა ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო. გამოწვევებთან ერთად, ახალი რეალობა თიბისისთვის ახალი შესაძლებლობების მომცემი აღმოჩნდა, რამაც დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში ჩვენი გუნდის წევრები უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები არიან. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობით კი მათი მოტივაცია კიდევ უფრო იზრდება. თიბისიმ გრძელვადიანი, სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება. წინ საინტერესო პერიოდი გველის", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება, თანამშრომლებს არჩევანის უფლება მისცეს: - თიბისელები, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ სახლიდან იმუშაონ, დისტანციურად შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას; - თიბისლებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება სურთ, ამის შესაძლებლობა 15 ივნისიდან, ეტაპობრივად ექნებათ; წლის ბოლომდე, ოფისში მუშაობას თიბისის თანამშრომლების მხოლოდ 25% შეძლებს, ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმებიც.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)