|
2020-06-12 17:27:00, 1856 ნახვა
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი - 2020 ჯარისკაცებზე ზრუნვის წელია
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 2019 წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყო სამხედროებისთვის ხელფასების ზრდა. მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროების მისამართით გაკეთებულ სიახლეებზეც ისაუბრა. „გავითვალისწინეთ ჩვენი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომელთაც ღირსეული სამსახური ჯანმრთელობის ფასად გაუწიეს ქვეყანას და მათზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. ყველა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს მათი ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე წელს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ“, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ წელს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად დაჭრილ-დაშავებული მეომრებისათვის წეროვანში რეგიონში სრულიად უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. საპარლამენტო მოხსენებისას მინისტრმა სამხედროებისთვის კვების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის 1 ნოემბრიდან ჯარი კვება ახალ, სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ სტანდარტზე გადავიდა, რაც ნიშნავს თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობის და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას; ქართული ჯარი პირველად სრულად მარაგდება ქართული, გაუყინავი საქონლისა და ღორის ხორცით. მინისტრმა კანონმდებლებს სამხედროების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით, არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები. განახლებული პაკეტის ფარგლებში, გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და ასევე დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)