16:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 18:58:25, 761 ნახვა

საზოგადოება
კომპანიას „არნაბი 21“, „ალი და ნინოს“ ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება

კომპანიას „არნაბი 21“, რომელიც „ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს ახორციელებდა, სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამის შესახებ  ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება.
"ალი და ნინოს” ქანდაკების ადგილის შეცვლა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მისი საძირკველის დაზიანების გამო გადაწყდა. სკულპტურა, თავის დროზე, ზღვასთან ახლოს ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა. 
ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის თანხმობის საფუძველზე და ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, „ალი და ნინო“ ზღვის სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით განთავსდება.
დღეს ქანდაკების ადგილის შეცვლა ბათუმში გუშინ მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. სამწუხაროდ, სკულპტურის გადატანისას დაზიანდა მისი რამდენიმე ფირფიტა",-ნათქვამია განცხადებაში.
„ალი და ნინოს“ ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics